понедельник, 1 сентября 2014 г.

ძვირფასო მშობლებო,ეს არის თქვენი გვერდი.ამ გვერდის საშუალებით თქვენ შეიტყობთ თქვენი შვილების წარმატებას თუ წარუმატებლობას,ან რაიმე საჭირო ინფორმაციას!
მე ვფიქრობ,რომ ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობით უზრუნველყობთ ჩვენი შვილების მომავალ წარმატებას.
პატივისცემით, მათემატიკის მასწავლებელი:

მარინა გონაშვილი
ჩემთან საკონტაქტო ტელეფონია:
599-95-44-93







დააწკაპეთ შესაბამის კლასს!


შეგიძლიათ დამიტოვოთ თქვენი კომენტარები,მე მას აუცილებლად გავითვალისწინებ


მე მშობელი
მეც თქვენსავით მშობელი ვარ, სამი შვილის დედა. ყოველთვის მეგონა, რომ  აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემი შვილების სკოლის ცხოვრებაში. თითქოს, ხშირადაც მივდიოდი, ვკითხულობდი ჩემი შვილის ამბავს. მუდმივად ვეკითხებოდი მათ თანაკლასელებს, რაიმე პრობლემები ხომ არ ჰქონდათ. ამ შეკითხვებით ვიგებდი, თუ რაში სჭირდებოდათ ჩემი დახმარება.  ვეკითხებოდი ვინმეს ხომ არ ჩაგრავენ, ხომ არ რჩებათ  სასკოლო ნივთები (ერთ ბავშვს რამდენჯერმე დარჩა ჩანთა სახლში), როგორია ერთმანეთის მიმართ და თითოეული მასწავლებლისადმი მათი დამოკი- დებულება. თუ რაიმე საგანგაშო გამოიკვეთებოდა, ვაცნობებდი მშობლებს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევის შემდეგ მივხვდი, რომ უმრავლესობისთვის უინტერესო იყო ამ პრობლემებზე საუბარი. ზოგი მშობელი  ჩემთან  განიხილავდა პრობლემებს, მაგრამ კრებაზე გაკვირვებული მიყურებდა და არ ერიდებოდა იმის თქმასაც, რომ ის საერთო პრობლემა თურმე მხოლოდ ჩემს შვილს ეხებოდა და – არა მის შვილს. სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე ზოგს ეშინოდა და მათიც მესმის. თუ რამეს გააპროტესტებდნენ, ფიქრობდნენ, რომ მათი შვილები დაიჩაგრებოდნენ. მასწავლებლების და დირექტორის ეშინოდათ, ყველაფრის ეშინოდათ. მოკლედ, შიშს დიდი თვალები აქვს.
ჩემი სკოლა
მახსენდება ჩემი სკოლის წლები, როცა ბავშვები ვითხოვდით დახმარებას მშობლებისგან, მაგრამ  “გაჩუმდი და გაუძელი, სირცხვილიაო!”-ისმოდა მშობელთა პასუხი ყველა მხრიდან.
მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ კუთხით სკოლაში არაფერი შეცვლილა. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენც იმ დროს აღზრდილი მშობლები ვართ, როცა გვარწმუნებდნენ რომ განსხვავებული აზრის ქონა ან სახელმწიფო ინსტიტუტების (მათ შორის სკოლის) გაკრიტიკება არასახელმწიფოებრივია. მაგრამ, თუ გავიხსენებთ რას ვგრძნობდით მაშინ, როცა  მშველელი არ გვყავდა, აუცილებლად მივხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. ეს საკითხი აუცილებლად უნდა დაიძრას და ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა ჩვენ – მშობლებმა და სკოლამ ერთობლივად.
მშობლების ჩართულობა
მშობლების  აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში ამდიდრებს სკოლის კულტურას, რაც დადებითად აისახება მისი დემოკრატიულობის ხარისხზე. ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თავად მოსწავლეებისთვისაც, მშობლების აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში, მოსწავლეები ავლენენ საუკეთესო შედეგებს, იზრდება მათი მოსწრების დონე და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით. ამდენად, სკოლა  თავად უნდა იყოს დაინტერესებული მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, რაც მნიშვნელოვან წილად მისი წარმატების  განმსაზღვრელი იქნება. მაგალითად, ჯოის ეფშტეინი (სასკოლო ცენტრის “ოჯახისა  და საზოგადოების პარტნიორობის” დირექტორი) ეფუძნება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და “პარტნიორი სკოლების ეროვნული ქსელის” კვლევებს, რომლის მიხედვითაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება განპირობებულია სკოლის, მშობლების და საზოგადოების ერთობლივი მუშაობით. ეფშტეინის თქმით, “ძველი აზროვნებით, მშობელთა ჩართულობა მოიცავდა მხოლოდ მშობელთა საკითხებს, ხოლო – თანამედროვე მიდგომებით,  იგი პირდაპირ კავშირშია მოსწავლის წარმატებასთან. სკოლის დირექტორი მშობლის ჩართულობას  ისე უნდა მიუდგეს, როგორც სასწავლო გეგმას, პროფესიულ განვითარებას და სხვა კრიტიკულ სფეროებს სკოლის ცხოვრებაში”.
როდესაც  მშობელს  არ აკმაყოფილებს სკოლის რაიმე ასპექტი, რომელშიც მისი შვილი სწავლობს, ისი არ მიმართავს პოლიტიკურ ქმედებას, არ უკავშირდება სკოლის საბჭოს და არ აქტიურობს მშობელთა საბჭოში. ნაცვლად ამისა, გამოსავალს იმაში ეძებს, რომ ემიჯნება სკოლას, რეალურად აღარ ერთვება საკუთარი შვილის განათლების პროცესში და  რიგ შემთხვევაში, ცდილობს, გაამართლოს შვილი, როდესაც იგი სკოლაში მეცადინეობებს არ ესწრება, ან გადაჰყავს სხვა სკოლაში. ნებისმიერი ამ გამოსავალთაგანი უარყოფითად აისახება ბავშვის განათლების პროცესზე, სკოლაზე და უფრო ხშირად – მოსწავლეზე.
დღევანდელი გადასახედიდან, მშობელთა ჩართულობა მხოლოდ მშობელთა კრებას მოიაზრებს, რომელიც ხშირად ან არ იმართება, ან მშობლის მოუცლელობა ხდება არდასწრების მიზეზი. ამგვარად, მშობელთა კრება ვერ უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ინფორმირებას სკოლაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების თაობაზე.

ნანა აბაშიძე


რა უნდა იცოდნენ მშობლებმა 


გთხოვთ,გულახდილად უპასუხოთ კითხვებს და კომენტარებში ჩამიწეროთ ან მეილზე გადმომიგზავნეთ

marinegonashvili@gmail.com
1. რა მიგაჩნიათ თქვენი შვილის საუკეთესო უნარებად/შესაძლებლობად? მომიყევით როდის შეამჩნიეთ ეს უნარები/შესაძლებლობები.
2. როგორ ფიქრობთ, წლის ბოლოს, რას იტყვის თქვენი შვილი მთელი წლის გამოცდილების შესახებ? რისი მოყოლის იმედი გაქვთ? რას მოგიყვებათ ის?
3. როგორი იყო თქვენი გამოცდილება, როცა თქვენც იმავე კლასში იყავით, რომელშიც თქვენი შვილია? როგორ გახსოვთ თქვენი სასწავლო წელი?
4. რა მოლოდინი გაქვთ თქვენი შვილის მიმართ ამ წელს?
5. როგორ და როდის გინდათ შევხვდეთ ერთმანეთს ამ წელს? რა საკითხზე ისურვებდით რომ შეგეხმიანოთ?
6. არის ისეთი საკითხი, რომელსაც თვლით რომ მე უნდა ვიცოდე? რაც დამეხმარება, უკეთ დავეხმარო თქვენ შვილს სწავლაში?
7. არის საკითხი, რომელზეც მე უნდა გესაუბროთ და ვიცოდე თქვენ შვილთან დაკავშირებით?